1 დინამო (თბ) 70
2 ვიტ ჯორჯია 60
3 ზესტაფონი 59
5 ოლიმპი 52
4 ამერი 48
6 მესზეთი 39
7 მგლები 33
9 სიონი 32
8 ბორჯომი 31
11 ლოკომოტივი 27
10 სპარტაკი 20
12 მერანი 19
13 დილა 16
14 დინამო (ბთ) 8
|

გუშინ, 9 დეკემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ”ფოლკსვაგენის თ ასი” ანუ საქართველოს სუპერთასი გათამაშდა: ქვეყნის თასის მფლობელმა თბილისის ”ამერმა” საქართველოს ჩემპიონ რუსთავის ”ოლიმპს” 4:1 სძლია. ”ამერმა” საქართველოს სუპერთასი შეინარჩუნა: შარშან თბილისელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 2006 წლის ჩემპიონი ბოლნისის ”სიონი” 1:0 დაამარცხეს და პირველად აღმართეს ”ფოლკსვაგენის თ ასი”. გორში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ”ამერმა” გრიგოლ დოლიძის გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი თბილისელთა უპირატესობა აშკარა იყო და ”ამერმაც” დიდი ანგარიშით იმარჯვა: 64-ე და 71-ე წუთებზე გრიგოლ დოლიძემ კიდევ ორჯერ დალაშქრა მირზა მერლანის კარი, 86-ე წუთზე რევაზ გოცირიძემ გაიტანა მეოთხე გოლი, მატჩის უკანასკნელ, 90-ე წუთზე კი ყრუაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1. გრიგოლ დოლიძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს სუპერთასზე ჰეთ-თრიქის შეასრულა, ამერელი გივი დიდავა კი ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო ხუთჯერ მოიგო: სამჯერ თბილისის ”დინამოს” შემადგენლობაში , ორჯერ კი ”ამერში”.თბილი სის ”ამერს” საპრიზოდ დაწესებული 10 ათასი ლარი გადაეცა. კლუბის კაპიტანს გიორგი დავითნიძეს ”ფოლკსვაგენის თ ასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა გადასცეს.
სუპერ თასის გამარჯვე ბულები:
-
ამერი - 2007 (რუსთავის ”ოლიმპს” 4:1 მოუგო)
-
ამერი - 2006 (ბოლნისის ”სიონს” 1:0 მოუგო)
-
დინამო თბილისი - 2005 (თბილისის ”ლოკომოტივს” 1:0 მ ოუგო)
-
დინამო თბილისი - 1999 (ქუთაისის ”ტორპედოს” 1:0 მოუგო)
-
დინამო ბათუმი - 1998 წ. (თბილისის ”დინამოს” 2:1 მოუგო)
-
დინამო თბილისი - 1997 წ. (ბათუმის ”დინამოს” 4:1 მოუგო)
-
დინამო თბილისი - 1996 წ. (ბათუმის ”დინამოს” 4:0 მოუგო) |